воскресенье, 22 января 2017 г.

შემაჯამებელი გაკვეთილი, მე-5 კლასში

ახლოვდება ახალი 2017 წელი, ახალ წელთან ასოცირდება საჩუქრები, თოვლის ბაბუა, ფიფქები, ნაძვის ხე, იმედები, გარტობა და მხიარულება...
ჩვენი გაკვეთილი საახალწლო მოტივებზეა და ახალ წელს უკავშირდება სახალისო ამოცანებით, რამაც გაკვეთილზე ემოციური განწყობა შექმნა და მოსწავლეები განაწყო პოზიტიურად.  მთელი გაკვეთილის მანძილზე მოსწავლეთა ჩართულობა მაღალი იყო. მრავალფეროვანმა რესურსმა და სახალისოდ და საინტერესოდ მიწოდებულმა სავარჯიშოებმა გაზარდა მათი მოტივაცია და შეძლეს ცოდნის გამოყენება.

გაკვეთილის გეგმის მოკლე აღწერა

შემაჯამებელი გაკვეთილი
საგანი: მათემატიკა. კლასი მე-5. მასწავლებელი: თამარ მურუსიძე. თარიღი 22/12/2016
თემა: ნატურალური რიცხვები და მათზე მოქმედებები. სხვა რიცხვითი სისტემები. შეკრების, გამოკლების და გამრავლების შემცველი რიცხვითი და ასოითი გამოსახულებები და მათი გამარტივება. რიცხვის კვადრატი. ტექსტუური ამოცანები, რომლებიც შეკრების, გამოკლების და გამრავლების შემცველი რიცხვითი ან ერთი ასოითი აღნიშვნის შემცველი ალგებრული გამოსახულებით ამოიხსნება. ორ სიდიდეს შორის დამოკიდებულება, რომელიც შეკრების/გამოკლების შემცველი გამოსახულებებით მოიცემა; სიდიდეებს შორის დამიკიდებულების გამოსახვა ცხრილის საშუალებით. რიცხვის გამყოფი და ჯერადი.ზოგიერთი გეომეტრიული ფიგურა.
მიზანი
აქტივობა
ორგანიზება
დრო
რესურსი
შეფასება
შენიშვნა
მოსწავლეები შეძლებენ ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებების გამოყენებით რიცხვითი და ასოითი გამოსახულებების გამარტივებასა და მნიშვნელობათა პოვნას; ამოცანების ამოხსნას.  ზოგიერთი გეომეტრიული ფიგურის ზომების და ელემენტებს შორის  მიმართებისდადგენას; ორ სიდედეს შორის დამოკიდებულების დადგენას; რომაული რიცხვების ჩაწერა/ წაკითხვას (ცოდნა)
განუვითარდებათ და შემოქმედებითი აზროვნების უნარები; თანამშრომლობითი სწავლის უნარები (უნარები)
გააცნობიერებენ რომ მათემატიკა შესაძლებელია სახალისო და შემეცნებითი ხასიათის ამოცანებით ვისწავლოთ (დამოკიდებულება)

გაკვეთილის თემასა და მიზანს; შეფასების ფორმის გაცნობა
მთელი კლასი
2-3 წთ
საკანცელარიო მასალის გამოყენებით, მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსები.
განმსაზღვრელი

მასტიმულირებელი შეკითხვა
მთელი კლასი
2 წთ

„გილოცავთ 2017 წელს“
სავარჯიშოების შესრულება
მთელი კლასი
5-7 წთ

„კროსვორდი“
კიტხვა-პასუხი
მთელი კლასი
5 წთ

„ფიფქები ცვივა და ფიფქები მღერიან“
სავარჯიშოების შესრულება
მთელი კლასი
5 წთ

„საახალწლო ატრიბუტები“
სავარჯიშოები/ პრეზენტაციით
5-5 მოსწავლისაგან შემდგარი 4 ჯგუფი
10-12წთ

„წინდა“
ამოცანები/
პრეზენტაციები
5-5 მოსწავლისაგან შემდგარი 4 ჯგუფი
10

გაკვეთილის შეფამება შეფასება

მთელი კლასი
2-3 წთ



ზოგიერთი რესურსის ფოტო







გილოცავთ 2017 წელს

მოსწავლეები ასრულებენ დავალებას
ნოდარ ცუცქირიძე
მედეა ერემეიშვილი და მარიამ სიჭინავა
სანდრო გრძელიძე



კროსვორდი

სასწავლო თემის ირგვლივ კითხვა-პასუხი მშრალი და მოსაწყენი რომ არ ყოფილიყო მას მივეცი კროსვორდის სახე, რომელიც მამლის სიმბოლოთი გავაფორმე, რადგან აღმოსავლური კალენდრის მიხედვით მამლის წელი ახლოვდებოდა




ფიფქები ცვივა და ფიფქები მღერიან...

მაგნიტურ დაფაზე მიკრულია ფლიფჩარტი, ზედ დაწერილია რამდენიმე ასიოითი გამოსახულება. ფიფქებით დაფარულია ამ გამოსახულების ზოგიერთი ცვლადი ან ციფრი.
 მოსწავლეები ფიფქის ნაცვლად ასახელებენ რიცხვს ან ასოს, ისე რომ მიიღო სწორი ტოლობა.

პასუხის შემოწმების მიზნით უნდა აიღონ ფიფქი, რომელიც მაგნიტურ დაფაზე მაგნიტითაა მიმაგრებული. ფიფიქის ქვეშ უკვე წერია სწორი პასუხი.


საახალწლო ატრიბუტები

მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში.
1. "ნაძვის ხე"
2. "ლაბირინთი"
3. "თოვლის ბაბუა"
4. "საჩუქარი"